ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იწყება, რასაც ბრალდებულიც დაესწრება.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე ჩატარდება, მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაღარიბაშვილს ეტაპირებისთვის ამზადებენ - ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრემიერი სასამართლოს დაესწრება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
სასამართლოში ღარიბაშვილის ცოლი და შვილები მივიდნენ
ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში
ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურა
რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა სრულად დახურა
რის თქმა მოასწრო ღარიბაშვილმა, ვიდრე პროცესს დახურავდნენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…