პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლოში ღარიბაშვილის ცოლი და შვილები მივიდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი იწყება, რომელსაც მისი ოჯახიც ესწრება. ყოფილ პრემიერს ახალი ბრალი ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით წაუყენეს, რომლის მტკიცებითაც, მან ბიზნესმენისგან მიღებული თანხიდან 750 000 ლარი ქრთამის სახით ღარიბაშვილს გადასცა.

სასამართლოში ღარიბაშვილის ცოლი და შვილები მივიდნენ
TV პირველი

თბილისის საქალაქო სასამართლოში სადაც ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი უნდა დაიწყოს, ექს-პრემიერის ცოლი ნუნუკა თამაზაშვილი და "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერის შვილები მივიდნენ.

ნუნუკა თააზაშვილს პროცესის დაწყებამდე მედიისთვის კოემნტარი არ გაუკეთებია.

კადრებში ჩანს რარიბაშვილის ცოლის ძმა და მისი ადვოკატი, თეონა თამაზაშვილი, რომელიც ასევე საქმეში ჩართულია როგორც დაკავებულის ადვოკატი.

სასამართლოს ეზოში "პირველებმა" გადაიღო ღარიბაშვილის ბიძა, ზურაბ გონაშვილი, იგივე "კაკაშა".

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება
  2. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილს ეტაპირებისთვის ამზადებენ - ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრემიერი სასამართლოს დაესწრება
  3. ალიაოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
  4. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები