პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში

ქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში
TV პირველი

ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო სხდომა დაიწყო - ბადრაგებმა კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ექს-პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დარბაზში მისთვის განკუთვნილ ადგილზე შეიყვანეს.

სასამართლო პროცესზე დამსწრეები "ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერს ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. "ერისკაცს გაუმარჯოს" - ადგილიდან წამოიძახა "ქართული ოცნების" ყოფილმა ლიდერმა ელდარ კურტანიძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შენიშვნა მისცა.

დარბაზში არიან ყოფილი პრემიერის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი, მისი ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი და ოჯახის სხვა წევრები.

სასამართლო დარბაზში დააფიქსირეს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძე.

თავად ირაკლი ღარიბაშვილს სხდომაზე ფურცლების დასტა აქვს მიტანილი. მოსამართლის შეკითხვაზე, ცნობს თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა გარკვევით თქვა - "არა".

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება
  2. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილს ეტაპირებისთვის ამზადებენ - ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრემიერი სასამართლოს დაესწრება
  3. ალიაოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
  4. TV პირველიოპოზიციურისასამართლოში ღარიბაშვილის ცოლი და შვილები მივიდნენ
  5. TV პირველიოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერისკაცს გაუმარჯოს“
ელდარ კურტანიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად ექს-პრემიერის ბიძა, "კაკაშა" მივიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები