პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა - ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს

თბილისის საქალაქო სასამართლოქართული ოცნება

ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა და სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა. მას ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა - ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
TV პირველი

ექს-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა. საქმეს მიხეილ შაყულაშვილი ჩაეხსნა. მას სოსო ბარათაშვილი შეცვლის.

საქმეში ადვოკატის სტატუსით გამოჩნდა ლალი აფციუარი. მთავრობის ყოფილი მეთაურის ინტერესებს ისევ იცავს ლილი გელაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა - ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყო.

ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.

ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაერთი განცხადება გამოაქვეყნა,ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიღარიბაშვილმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა
  2. TV პირველიოპოზიციურიექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - ბრალდებული პროცესს არ ესწრება
  4. ალიაოპოზიციურიექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია – ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
  5. ალიაოპოზიციურიღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა – ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები