რის თქმა მოასწრო ღარიბაშვილმა, ვიდრე პროცესს დახურავდნენ
ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესის დახურვა გააპროტესტა და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება უწოდა, თუმცა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.

„მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ჩემი განმარტებები" - ამ წინადადების წარმოთქვა მოასწრო ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიდრე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სასამართლო პროცესს დახურავდა.
ამის შემდეგ "ოცნების" ყოფილ ლიდერს განუმარტეს, რომ მხოლოდ სხდომის დახურვა-არდახურვაზე შეეძლო საუბარი.
"რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები [პროკურატურის] შუამდგომლობას [სხდომის დახურვასთან დაკავშირებით]. მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და დაინახოს ხალხმა ბრალდების აბსურდულობა. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დახურვამდე.
საბოლოოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა პროკურორ ანი ლეკიაშვილის შუამდგომლობა და ირაკლი ღარიბაშვილის ახალი, მიმდინარე საქმის განხილვა დახურა.
ვიდრე სხდომას დახურავდნენ, სასამართლო დარბაზში იმყოფებოდნენ ღარიბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები, ლუკა ელდარ კურტანიძე, რომელიც ღარიბაშვილს შეძახილით შეეგება: „ერისკაცს გაუმარჯოს“. სხდომას ესწრებოდა იუსტიციის ყოფილი მინისტრი რატი ბრეგაძეც.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება
ღარიბაშვილს ეტაპირებისთვის ამზადებენ - ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრემიერი სასამართლოს დაესწრება
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება
სასამართლოში ღარიბაშვილის ცოლი და შვილები მივიდნენ
ღარიბაშვილი პროცესს პირველად ესწრება - რა ხდება დარბაზში
ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურა
რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა სრულად დახურა
ციტატები სტატიიდან
„მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ჩემი განმარტებები“
„რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები [პროკურატურის] შუამდგომლობას [სხდომის დახურვასთან დაკავშირებით]. მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და დაინახოს ხალხმა ბრალდების აბსურდულობა. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა“
„მინდა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო ჩემი განმარტებები" - ამ წინადადების წარმოთქვა მოასწრო ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიდრე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სასამართლო პროცესს დახურავდა. ამის შემდეგ "ოცნების" ყოფილ ლიდერს განუმარტეს, რომ მხოლოდ სხდომის დახურვა-არდახურვაზე შეეძლო საუბარი. "რა თქმა უნდა, ვეწინააღმდეგები [პროკურატურის] შუამდგომლობას [სხდომის დახურვასთან დაკავშირებით]. მე მინდა, რომ საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დიდი მნიშვნელობა აქვს, პროცესი ჩატარდეს ღიად და გამჭვირვალედ და დაინახოს ხალხმა ბრალდების აბსურდულობა. მოგმართავთ თხოვნით, რომ არ დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომლობა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…