პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი

თბილისის საქალაქო სასამართლოქართული ოცნებასაქართველოს პროკურატურა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, რომელსაც ბრალდებული პირველად დაესწრო. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ ქრთამის აღების ბრალდებაში, ღარიბაშვილმა უპასუხა: „არა“.

სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრები, მათ შორის შვილი, ასევე მეუღლე, ნუნუკა თამაზაშვილი, ცოლისძმა - ალექსანდრე თამაზაშვილი და ღარიბაშვილის ბიძა, ზურა გონაშვილი.

სასამართლო სხდომას ესწრება ასევე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, რატი ბრეგაძეც. ის ერთადერთია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიდან, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესზე მივიდა.

“ერისკაცს გაუმარჯოს” - მიმართა სასამართლოს სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს შემოსვლისთანავე ლუკა კურტანიძემ, რომელსაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

"ქართულ ენას სრულყოფილად ფლობთ?" - მიმართა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.

"ვცდილობ", - უპასუხა ღარიბაშვილმა მოსამართლეს, რაზეც მას მჭედლიშვილმა შენიშვნა მისცა.

"ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავსხდეთ", - მიმართა მოსამართლემ ღარიბაშვილს.

ასევე, მოსამართლის კიდევ ერთ კითხვაზე: "ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ?" ღარიბაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა - "არა".

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა“, “გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმოსამართლის კითხვაზე: საუბრობს თუ არა ქართულად, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „ცდილობს“, რის გამოც თამარ მჭედლიშვილმა ყოფილ პრემიერს შენიშვნა მისცა და მიმართა: „ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში „ჩავჯდეთ“
  2. ალიაოპოზიციური„ხუმ­რო­ბა არ მეშ­ლე­ბა, მაგ­რამ პრო­ცეს­ზე ჩარ­ჩო­ებ­ში “ჩავ­ჯდეთ” -რა ხდება ღარიბაშვილის დახურულ პროცესზე?
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხუმრობა არ მეშლება, მაგრამ პროცესზე ჩარჩოებში ჩავსხდეთ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ღარიბაშვილს დახურულ კარს მიღმა გაასამართლებენ - პროცესი დაიხურაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები