პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე არ მივიდა - მოსამართლემ სხდომების გახსნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოტვ პირველისაქართველოს პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა კი სხდომების გახსნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გამოძიების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს ქრთამის სახით მიღებული 750 000 ლარი გადასცა.

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესზე არ მივიდა - მოსამართლემ სხდომების გახსნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
TV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრება - ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარეს სხდომების გახსნის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა.

პროცესზე დღეს შეუშვეს მედიის წარმომადგენლებიც და იქ მყოფი ადამიანებიც.

ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გახსნა - სხდომას ღარიბაშვილი არ ესწრება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი გაიხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სასამართლოს “სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები