ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს

საქართველოს პროკურატურა

ადვოკატ სოსო ბარათაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმე უკიდურესად პოლიტიზირებულია და სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია, თავად ექსპრემიერი კი პროცესს უნდა დაესწროს. მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს
ექს-პრემიერის ადვოკატი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა დაესწროს სასამართლო პროცესსTV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს მიზანშეწონილად მიაჩნია ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლო სხდომებზე დასწრება.

მას დღეს გადაჭრით არ უთქვამს დაესწრება თუ არა დაპატიმრებული ღარიბაშვილი სხდომებს, თუმცა აღნიშნა, რომ "ამაზე იმსჯელებენ".

სოსო ბარათაშვილმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქმე არის უკიდურესად პოლიტიზირებული.

ირაკლი ღარიბაშვილს მიეცემა შემდეგ სასამართლო სხდომებზე შესაძლებლობა. უნდა დაესწროს, ჩემი აზრით. ვნახავთ ამას [მოვა თუ არა]. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ის უნდა დაესწროს სასამართლო პროცესს. მიეცემა შესაძლებლობა მისცეს განმარტება იმ ზემოქმედების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო და რომელზეც მან გააკეთა განცხადება. გვქონდა საუბარი, რომ ჩემი აზრით, მიზანშეწონილი მისი დასწრება სასამართლო სხდომებზე. ამას დავინახავთ მომავალ სხდომებზე. ამაზე ვიმსჯელებთ. საქმე არის უკიდურესად პოლიტიზირებული. ამ საქმეს სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნია“,- განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

ასევე ნახეთ:

ადვოკატი ლალი აფციაური: იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესებზე გამოცხადდება და იმედია, არ დახურავენ სასამართლო სხდომებს

მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით,

ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც ის მამუკა მდინარაძეზე საუბრობს, გამოსაკვლევ მტკიცებულებად საქმეს არ დაერთო - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

ცნობისთვის, ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.

გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია – ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები