შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში მიმდინარე პროცესებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ჩამოშორება დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
პოტურაევის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკიდურესი ზომაა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში შეიძლება.
პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობა, შეასრულოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები და სათანადოდ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნები.
„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ პროცესების გამო, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად.
ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული კონკურენციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით. მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აირჩიონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
პატივს ვცემ რა საქართველოს კონსტიტუციურ პროცესებსა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება იყოს გამართლებული. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით და არა — პოლიტიკური ოპონენტების საჯარო ცხოვრებიდან გარიყვით.
2026 წლის ივლისში მიღებულ „ჰააგის დეკლარაციაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე გამოხატა მკაფიო შეშფოთება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა პოლიტიკური პლურალიზმისა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესებისადმი, ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების დაუყოვნებლივ და სრულად შესრულების საჭიროება.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, შეგახსენებთ, რომ საქართველომ, ისევე როგორც ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, დაიცვას დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ეს ვალდებულებები უნდა იქნას დაცული და შესრულებული გამონაკლისის გარეშე.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად აჟღერებს ამ შეშფოთებებს, ამავდროულად ინარჩუნებს კონსტრუქციული ჩართულობისადმი ერთგულებას. 2026 წლის მარტში თბილისში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დელეგაციამ ასევე წამოჭრა დაკავებული დემონსტრანტების საკითხი და, როგორც ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი, მოუწოდა იმ პირთა გათავისუფლებისკენ, რომლებსაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდათ.
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში, ასამბლეის სპეციალურ თავისუფლად და განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები, ამასთანავე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც სერიოზულად გაითვალისწინოს. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმის გაგონება იქნება შესაძლებელი.
მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისა და პროვოკაციული რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ODIHR-ის რეკომენდაციები ქმნის კონკრეტულ საფუძველს ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, კვლავ ერთგულია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისა და მზადაა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო დიალოგს და ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებს.
პოლიტიკური პლურალიზმი, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და შინაარსიანი დიალოგი აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგულია საქართველოს ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაOSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეშფოთებას იწვევს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამავე დროს რადას დეპუტატი მიკიტა პოტურაევი, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს - უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
ციტატები სტატიიდან
„ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, კერძოდ კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ პროცესების გამო, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმის, დემოკრატიული კონკურენციისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით. მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და აირჩიონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. პატივს ვცემ რა საქართველოს კონსტიტუციურ პროცესებსა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება იყოს გამართლებული. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით და არა — პოლიტიკური ოპონენტების საჯარო ცხოვრებიდან გარიყვით. 2026 წლის ივლისში მიღებულ „ჰააგის დეკლარაციაში“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე გამოხატა მკაფიო შეშფოთება ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა პოლიტიკური პლურალიზმისა და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესებისადმი, ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან. დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციების დაუყოვნებლივ და სრულად შესრულების საჭიროება. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, შეგახსენებთ, რომ საქართველომ, ისევე როგორც ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, დაიცვას დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ეს ვალდებულებები უნდა იქნას დაცული და შესრულებული გამონაკლისის გარეშე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად აჟღერებს ამ შეშფოთებებს, ამავდროულად ინარჩუნებს კონსტრუქციული ჩართულობისადმი ერთგულებას. 2026 წლის მარტში თბილისში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დელეგაციამ ასევე წამოჭრა დაკავებული დემონსტრანტების საკითხი და, როგორც ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ნაბიჯი, მოუწოდა იმ პირთა გათავისუფლებისკენ, რომლებსაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდათ. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში, ასამბლეის სპეციალურ თავისუფლად და განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები, ამასთანავე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც სერიოზულად გაითვალისწინოს. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმის გაგონება იქნება შესაძლებელი. მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისა და პროვოკაციული რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ODIHR-ის რეკომენდაციები ქმნის კონკრეტულ საფუძველს ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, კვლავ ერთგულია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისა და მზადაა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო დიალოგს და ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებს. პოლიტიკური პლურალიზმი, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და შინაარსიანი დიალოგი აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგულია საქართველოს ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…