ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვა მხოლოდ უმკაცრეს პირობებში დასაშვები საგამონაკლისო ზომაა.

OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობითრადიო თავისუფლება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა. ამის შესახებ ნათქვამია მისი სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

მიკიტა პოტურაევი "ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს" "საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად".

"ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმთან, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. მოქალაქეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გააკეთონ არჩევანი, დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია".

ის წერს, რომ საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემის პარალელურად "პოლიტიკური პარტიების საქმიანობის შეზღუდვა კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს".

"პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საგამონაკლისო ზომაა, რომლის გამართლება მხოლოდ უმკაცრესი პირობების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა მოგვარდეს დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების მეშვეობით და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვით".

ის შეახსენებს, რომ 2026 წლის ივლისში მიღებული ჰააგის დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მკაფიოდ გამოხატა შეშფოთება მსხვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნისგან".

13 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) „ჰააგის დეკლარაციის“ მიღება - საქართველოზე კრიტიკული მუხლების ჩათვლით, - „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.მისი სიტყვებით OSCE PA-ზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობა.

დეკლარაციაში ასევე მოწოდებულია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულებისკენ.

„მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოზე

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ანგარიში 12 მარტს გამოქვეყნდა.

„მომხსენებლის მთავარი დასკვნა ცალსახაა“, - წერენ ეუთოს წევრი სახელმწიფოები და ანგარიშიდან ერთ-ერთ ამონარიდს ციტირებენ:„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“, - აცხადებენ ისინი.

ანგარიში 46 რეკომენდაციაა 9 პრიორიტეტული მიმართულებით. მათ შორის არის რამდენიმე კანონის გაუქმება, „პოლიტიკურად მოტივირებული“ მიზეზით დაკავებულების გათავისუფლება, სამართლიანი მართლმსაჯულება და ა.შ.

მიკიტა პოტურაევი შევახსენებს, რომ საქართველომ, ისევე როგორც ეუთოს თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება, "დაიცვას დემოკრატია, ფუნდამენტური თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ეს ვალდებულებები გამონაკლისის გარეშე უნდა იყოს დაცული და შესრულებული"

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად აჟღერებდა ამ შეშფოთებებს და, ამავდროულად, ინარჩუნებდა კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას. 2026 წლის მარტში თბილისში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ხელისუფლებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დელეგაციამ ასევე წამოჭრა დაკავებული დემონსტრანტების საკითხი და, ჰუმანიტარული მოსაზრებებითა და ნდობის აღდგენის მიზნით, მოუწოდა იმ პირთა გათავისუფლებისკენ, რომლებსაც სასჯელის ნახევარზე მეტი უკვე მოხდილი ჰქონდათ.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლებისადმი გაგზავნილ წერილში, ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დემოკრატიული ოპოზიციის პატივისცემისა და რეალური საარჩევნო ალტერნატივების შენარჩუნების მნიშვნელობას. ეს ძალისხმევა ასახავს ჩვენს რწმენას, რომ არსებული შეშფოთება უნდა მოგვარდეს ღია კომუნიკაციის, შინაარსიანი დიალოგისა და საზოგადოების ნდობის აღდგენისკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების მეშვეობით.

შესაბამისად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა და შეასრულოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

ამასთანავე, სერიოზულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიულ ხმას მოსმენის შესაძლებლობა ექნება.

ასევე მოვუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩაერთონ შინაარსიან დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ყოველგვარი ძალადობისა და გამაღიზიანებელი რიტორიკისგან. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) რეკომენდაციები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის კონკრეტულ საფუძველს ქმნის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით, კვლავ ერთგულია ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობისა და მზადაა მხარი დაუჭიროს საპარლამენტო დიალოგს და ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ პრაქტიკულ ნაბიჯებს.

პოლიტიკური პლურალიზმი, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და შინაარსიანი დიალოგი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის აუცილებელი წინაპირობებია.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ ერთგულია საქართველოს ხალხისა და მათი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“

„ქართული ოცნების სარჩელი“

„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - აკრძალვას ითხოვს.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ამ პოლიტიკური ძალების საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესრიგს და საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სარჩელში 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებიც არის განხილული. მოსარჩელე მხარის თანახმად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. „ქართული ოცნება“ ასევე ამტკიცებს, რომ ოპოზიციური პარტიების შემდგომი მოქმედებები, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ მიმართული პოზიციები, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის.

ოპოზიციური პარტიები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ოპოზიციის განადგურება და კონკურენციის მოსპობაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიშეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიOSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად
  4. ფორმულაოპოზიციურიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეშფოთებას იწვევს
  5. რუსთავი 2სამთავრობოეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამავე დროს რადას დეპუტატი მიკიტა პოტურაევი, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს - უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
  6. პირველი არხისამთავრობოეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ
  7. POSTVსამთავრობოეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და უკრაინის რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკურ პლურალიზმთან, დემოკრატიულ კონკურენციასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. მოქალაქეთა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის გააკეთონ არჩევანი, დემოკრატიის ფუნდამენტური საფუძველია“
მიკიტა პოტურაევი
„პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საგამონაკლისო ზომაა, რომლის გამართლება მხოლოდ უმკაცრესი პირობების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. პოლიტიკური უთანხმოებები უნდა მოგვარდეს დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების მეშვეობით და არა პოლიტიკური ოპონენტების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყვით“
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად“
მიკიტა პოტურაევი
„მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული თვალსაზრისით აშკარა უკუსვლა დაფიქსირდა“
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს "მოსკოვის მექანიზმის" რეკომენდაციები“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები