გიორგი სოსიაშვილი მიკიტა პოტურაევზე: მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას, როცა საკუთარ ქვეყანაში კრძალავდა პარტიებს?
გიორგი სოსიაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტ მიკიტა პოტურაევს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან უკრაინაში პარტიების აკრძალვას დაუჭირა მხარი, ახლა კი საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვას აპროტესტებს.
ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითი - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვებს აპროტესტებს, მაშინ, როდესაც თავად უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვაში მიიღო მონაწილეობა.
რადას დეპუტატი, ზელენსკის პარტიის წევრი მიკიტა პოტურაევი ინიციატივის ავტორია, რომლითაც ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს ფუნდამენტური უფლებები უნდა შეზღუდვოდათ. სურდა, ყველა აკრძალული პარტიის წევრს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამორთმეოდა.
ის მხარს უჭერს სააკაშვილსაც, ითხოვდა მსჯავრდებული და ბრალდებული პრეზიდენტის გათავისუფლებას.
მიკიტა პოტურაევს თავის დროზე პორტოს სამიტზე ქართული დელეგაციის აკრძალვაც სურდა, რაც ჯო უილსონის ინიციატივა იყო.
უკრაინელი დეპუტატი თბილისს მოუწოდებს, რომ პოლიტიკური კონკურენცია უზრუნველყოს საქართველოში, თავად კი საკუთარ ქვეყანაში აკრძალვების აპოლოგეტად არის მიჩნეული.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, უკრაინაში 22 პარტია აიკრძალა, ამ ფონზე კი, მიკიტა პოტურაევს ურჩევს, საქართველოს ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის შიდა საქმეებს მიაქციოს ყურადღება.
"კარგად ახსოვს საზოგადოებას, როდესაც უკრაინაში ის გახლდათ რადას დეპუტატი და ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელი, მან თავად მოაწერა კანონპროექტს ხელი, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინაში სხვადასხვა პარტიის აკრძალვას. 22 პარტია არის აკრძალული უკრაინაში. მაშინ რატომ არ გამოხატავდა შეშფოთებას, როცა საკუთარ ქვეყანაში თვითონ კრძალავდა ამ პარტიებს?
საქართველოში როცა ანტიკონსტიტუციური ძალების აკრძალვაზეა ლაპარაკი, მიკიტას და მის მსგავს ადამიანებს უნდა შევეკითხოთ, ავკრძალოთ თუ არ ავკრძალოთ პარტიები? საქართველოს პოლიტიკურ ველზე უნდა იყვნენ თუ არა ასეთი ანტიკონსტიტუციური პარტიები?
ამიტომ მას მოვუწოდებდი, მიხედოს თავის საქმეს, რაც ევალება. არაერთი უპასუხისმგებლო განცხადება, არაობიექტური შეფასება და დამოკიდებულება ყოფილა", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…