მისი განცხადების ერთადერთი მიზანია, აგენტურას დაუჭიროს მხარი - აკაკი ალადაშვილი იკიტა პოტურაევზე
აკაკი ალადაშვილის განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიკიტა პოტურაევის კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე უცხოური აგენტურის მხარდაჭერას ისახავს მიზნად და ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქართველოში კონსტიტუციური სარჩელის განხილვებს აპროტესტებს, მაშინ, როდესაც თავად უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვაში მიიღო მონაწილეობა.
კრიტიკას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკაკი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ მიკიტა პოტურაევი ამ განცხადებით უცხოური აგენტურის მხარდაჭერას ცდილობს.
"არასერიოზულია ამ ადამიანის განცხადება. მისი ამ განცხადების ერთადერთი მიზანია, აგენტურას დაუჭიროს მხარი. ეს ადამიანი უკრაინის რადას დეპუტატია. ბოლო სამ წელიწადში, უკრაინაში, სასამართლოს გარეშე, 22 პოლიტიკური პარტია აიკრძალა.
ეს ადამიანი აღშფოთებული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც ყალბი საკითხი იყო და მშვენივრად გრძნობს ის დღეს თავს. შესაბამისად, მისი განცხადებაც არის ორმაგი სტანდარტის გამოხატულება მისი მხრიდან და ზოგადად, ევრობიუროკრატიის მხრიდან. არ უნდა აღვიქვათ სერიოზულად", - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
ცნობისთვის, რადას დეპუტატი, ზელენსკის პარტიის წევრი - მიკიტა პოტურაევი ინიციატივის ავტორია, რომლითაც ჟურნალისტებს და რიგით მოქალაქეებს ფუნდამენტური უფლებები უნდა შეზღუდოდათ. სურდა, ყველა აკრძალული პარტიის წევრს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამორთმეოდა. ის მხარს უჭერს სააკაშვილსაც, ითხოვდა მსჯავრდებული და ბრალდებული პრეზიდენტის გათავისუფლებას.
მიკიტა პოტურაევს თავის დროზე პორტოს სამიტზე ქართული დელეგაციის აკრძალვაც სურდა, რაც ჯო უილსონის ინიციატივა იყო.
უკრაინელი დეპუტატი თბილისს მოუწოდებს, რომ პოლიტიკური კონკურენცია უზრუნველყოს საქართველოში, თავად კი საკუთარ ქვეყანაში აკრძალვების აპოლოგეტად არის მიჩნეული.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…