საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში, 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება - Politico
ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო, 23 ნოემბერს ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება, რაც ათასობით მგზავრს შეეხება.

23 ნოემბერს, საყოველთაო გაფიცვის გამო, ბელგიაში, ბრიუსელისა და შარლერუას საერთაშორისო აეროპორტებში ავიარეისების უმეტესობა გაუქმდება, - ამის შესახებ Politico წერს.
მედიის ინფორმაციით, გაფიცვას უერთდებიან საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებიც, რომლებიც მთავრობის მიერ დაგეგმილ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასა და ეკონომიკურ რეფორმებს აპროტესტებენ.
როგორც ბელგიის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ადგილობრივი დროით დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე, მომსახურების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება.
არსებული ინფორმაციით, შეზღუდვები ათასობით მგზავრსა და შარლერუას აეროპორტში დასაქმებულ დაახლოებით 3 400 ადამიანს შეეხება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…