ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამავე დროს რადას დეპუტატი მიკიტა პოტურაევი, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს - უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და რადას დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესი გააპროტესტა, მაშინ როცა თავად უკრაინაში 18 პოლიტიკური პარტიის აკრძალვისა და მათთვის უფლებების შეზღუდვის აქტიური მხარდამჭერი იყო.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამავე დროს რადას დეპუტატი მიკიტა პოტურაევი, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს - უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს უკრაინაში 18 პარტია აკრძალა.
პოტურაევმა, რომელიც ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, პარტიების წინააღმდეგ უპრეცედენტო შეზღუდვები გაატარა.
სასამართლო გადაწყვეტილებებისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ინიციატივების საფუძველზე, უკრაინაში საბოლოოდ აიკრძალა 18 პოლიტიკური პარტია, მათ შორის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“, „შარიას პარტია“, „ჩვენები“ და სხვა.
პოტურაევი, როგორც საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელი, ამ პროცესის აქტიური მხარდამჭერი და ლობისტი იყო.
აკრძალული პარტიების ყოფილი დეპუტატები რადასა და ადგილობრივ საბჭოებში მანდატებს ინარჩუნებდნენ, თუმცა მათ 10 წლის ვადით არჩევნებში კენჭისყრა, პრეზიდენტად, მინისტრად და ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა აეკრძალებათ.
პოტურაევმა ასევე ღიად განაცხადა, რომ ომის პირობებში აუცილებელია პრორუსულ ნარატივებში შემჩნეული პირების სამოქალაქო უფლებების შეკვეცა, მათ შორის არჩევნებში ხმის მიცემისა და კენჭისყრის უფლების ჩამორთმევა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება მშვიდობიანი დროის ევროპულ პრაქტიკას, უკრაინამ ეს დისკუსია უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, მისი კომიტეტის ინიციატივით მოხდა არაერთი გამოცემისა და ტელეარხების დაუყოვნებლივი გათიშვა.
უკრაინაში ამ ინიციატივებს სერიოზული სამართლებრივი კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ცესკოს ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ პარტიის წევრობის გამო არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა პირდაპირ არღვევს უკრაინის კონსტიტუციას.
ამის საპასუხოდ მიკიტა პოტურაევი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს მშვიდობიანი დროის კონსტიტუცია, ომი კი დემოკრატიისგან თავდაცვის ახალ მექანიზმებს მოითხოვს.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მიკიტა პოტურაევმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაშეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
OSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეშფოთებას იწვევს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და უკრაინის რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს, უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…