პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრინციპები გეოგრაფიის მიხედვით და ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა - ქართულ მართლმსაჯულებაზე სამიზნეს ამჯერად უკრაინელი, ის პოლიტიკოსი ასწორებს, რომელმაც ხელი საკუთარ ქვეყანაში 18 პოლიტიკური პარტიის აკრძალვას მოაწერა

ქართული ოცნებაიუსტიციის სამინისტროსაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

მიკიტა პოტურაევი ამტკიცებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ „ოცნების“ სარჩელი დემოკრატიას აფერხებს, რასაც მმართველ გუნდში ორმაგ სტანდარტად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მან უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას დაუჭირა მხარი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად დანიშნული პრეზიდენტი, მიკიტა პოტურაევი ამტკიცებს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ შეტანილი სარჩელი დემოკრატიას აფერხებს. ამ დროს, რადას წევრი და ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის ლიდერი, თავადაა ის კანონმდებელი, რომელმაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას მხარი დაუჭირა.

პოტურაევი ასევე იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი ინიციატივის ავტორი - მას სურდა, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეოდათ აკრძალული პარტიების წევრებს და - არამხოლოდ. ის ამავე ინიციატივით გამოდიოდა რიგითი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგაც.

ეს ყველაფერი მმართველი გუნდისთვის ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი დასტურია. "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი კონკრეტული ძალების დავალებებს ასრულებს.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში სულ 22 პარტია აიკრძალა. მათ შორისაა მთავარი არასახელისუფლებო ძალა, "ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის". პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხორციელებია. პარტიები ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ, იუსტიციის სამინისტროში გადაგზავნილი ბრძანებულების შედეგად, ადმინისტრაციულმა სასამართლომ აკრძალა. მოპასუხე მხარეს, უმეტეს შემთხვევაში, არ მიეცა დასაბუთებული არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა. სხდომა დახურული იყო მედიის წარმომადგენლებისთვისაც. ამ ყველაფერს თავის დროზე მიკიტა პოტურაევი, არა დემოკრატიის სტანდარტების უგულვებელყოფად, არამედ პოზიტიურ ქმედებად მიიჩნევდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა უკრაინის რადას დეპუტატი საქართველოს მიმართ უარგუმენტო კრიტიკას აჟღერებს. ჯერ კიდევ 2021 წელს, მიკიტა პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ. ის აქცენტს აკეთებდა არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რაც შემდგომში დადასტურდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

2025 წელს კი, პოტურაევმა ხელი მოაწერა "ნაციონალური მოძრაობის" ამერიკელი ლობისტის, ჯო უილსონის ინიციატივას, ქართული დელეგაცია არ დაეშვათ პორტოში საპარლამენტო ასამბლეის სამიტზე. პორტუგალიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სწორედ ეს ყველაფერი გაიხსენეს დღეს მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ პოტურაევი ახლა გარედან მართული ქართულ ოპოზიციის გადარჩენას ცდილობს.

ორმაგ სტანდარტზე საუბარს თავს არიდებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის მიერ 18 პარტიის აკრძალვას უკრაინის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების დაცვით ხსნიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება გლობალური ძალების ხელწერას ამჟღავნებს. კანონმდებლების განცხადებით, კრიტიკა საქართველოს მიმართ უარგუმენტოა, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი სრულად გამჭვირვალეა და არგუმენტირებულ სარჩელს ეფუძნება.

მიკიტა პოტურაევი უკრაინაში ყველას და ყველაფრის აკრძალვას ემხრობა - მთავარ არგუმენტად სახელმწიფო ინტერესებს ასახელებს, თუმცა თავის განცხადებაში საქართველოსთან დაკავშირებით არც კი ასაბუთებს - თუ კიევში არგუმენტაციის გარეშეც კი ყველაფერი შესაძლებელია, თბილისში სამართლებრივი არგუმენტაციით სახელმწიფო ინტერესების დაცვა დაუშვებელი რატომ არის?

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც რადაში მხარს უჭერდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც 18 პარტია აიკრძალა, მაგრამ აღშფოთებულია „ნაცაგენტურის“ პარტიების გაუქმებით - რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები