ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეშფოთებას იწვევს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის პროცესის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია გამართლებული.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეშფოთებას იწვევს
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შეშფოთებას იწვევსფორმულა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მიკიტა პოტურაევმა, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ საკუთარი უფლებებით თავისუფლად სარგებლობა შეძლონ.

პოტურაევმა აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფღთხეს აჩენენ პოლიტიკურ პლურალიზმზე, დემოკრატიულ კონკურენციაზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე.

"საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს ჩემში, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად.

მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები და არჩევანი გააკეთონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის.

საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და მისი სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემით, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს.

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. პოლიტიკური სხვაობები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით, და არა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკური ოპონენტების გარიყვით…

შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა და მოახდინოს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციების იმპლემენტაცია, ამასთანავე, სერიოზულად განიხილოს „ვენეციის კომისიის” რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმა იქნება მოსმენილი.

ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ ჩაერთონ არსებით დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისგან და მწვავე რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ „ოდირის” მიერ გაცემული რეკომენდაციები კონკრეტულ საფუძველს ქმნის ნდობის აღდგენისთვისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის", - თქვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიშეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიOSCEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის პროცესის გამო
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიOSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
  5. რუსთავი 2სამთავრობოეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამავე დროს რადას დეპუტატი მიკიტა პოტურაევი, რომელიც საქართველოში პარტიების აკრძალვის პროცესს აპროტესტებს - უკრაინაში თავად აკრძალა 18 პარტია
  6. პირველი არხისამთავრობოეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიკიტა პოტურაევი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ღრმა შეშფოთებას იწვევს ჩემში, განსაკუთრებით კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად. მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები და არჩევანი გააკეთონ რეალურ პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის. საქართველოს კონსტიტუციური პროცესებისა და მისი სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემით, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული შეზღუდვები უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის უმაღლეს სტანდარტებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა გამონაკლისი ზომაა, რომელიც მხოლოდ უკიდურესად მკაცრი პირობების არსებობისას შეიძლება გამართლდეს. პოლიტიკური სხვაობები უნდა გადაიჭრას დემოკრატიული ინსტიტუტების, დიალოგისა და არჩევნების გზით, და არა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკური ოპონენტების გარიყვით… შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ საკუთარი უფლებების თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა და მოახდინოს „მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციების იმპლემენტაცია, ამასთანავე, სერიოზულად განიხილოს „ვენეციის კომისიის” რეკომენდაციებიც. საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პოლიტიკური კონკურენცია თავისუფლად წარიმართება და ყველა დემოკრატიული ხმა იქნება მოსმენილი. ასევე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომ ჩაერთონ არსებით დიალოგში, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ძალადობისგან და მწვავე რიტორიკისგან. 2024 წლის საპარლამენტოს არჩევნების შემდეგ „ოდირის” მიერ გაცემული რეკომენდაციები კონკრეტულ საფუძველს ქმნის ნდობის აღდგენისთვისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესით, რომელიც 5 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები