პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დიტო ჩუბინიძე - რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? - ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში

თბილისის საქალაქო სასამართლოტვ პირველი

სააპელაციო სასამართლომ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავად ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სხდომის ჩანიშვნა მოულოდნელი იყო, ხოლო პოლიტიკოსმა ღარიბაშვილმა ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენა.

დიტო ჩუბინიძე - რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? - ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში
ინტერპრესნიუსი

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ, - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ განაცხადა, რომელიც დღეს სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მისივე თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო დღეს სააპელაციო სასამართლოში სხდომის ჩანიშვნა, ვინაიდან 15 დეკემბერს იყო პროცესი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული.

„რა ღარიბაშვილი?! ღარიბაშვილი ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს. ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია. კი არ ვლანძღავ და ვუპირისპირდები. პოლიტიკოსია და კარგად გათვალა სიტუაცია, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა ეს სიტუაცია. მე დავრჩი ამ მგლების გარემოცვაში პირისპირ...

მოულოდნელად გამოიხედა თანამშრომელმა დიტო ჩუბინიძე გაემზადე სასამართლოსთვისო. მოწმენდილ ცაზე რომ მოხდება რაღაც... 15 დეკემბერს იყო ჩანიშნული პროცესი და ასეთი რამ მოხდა“,- აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ტვ პირველთან“.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".

დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა დღეს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. ის 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 9ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  2. ფორმულაოპოზიციურიასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
  3. ალიაოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
  4. BM.GEოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბოტაჟში ბრალდებული „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  8. TV პირველიოპოზიციურიპატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს
  9. ალიაოპოზიციური“ღარიბაშვილმა სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია”– დიტო ჩუბინიძე
  10. TV პირველიოპოზიციურიეგონათ, თეთრ ცხენზე ამხედრებული ღარიბაშვილთან ერთად ვაპირებდი ხელისუფლებაში მოსვლას - დიტო ჩუბინიძე
  11. რუსთავი 2სამთავრობო"ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები