საბოტაჟში ბრალდებული „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
საბოტაჟსა და სახელმწიფო ღალატში ბრალდებული „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

დიტო ჩუბინიძე, „ასავალ-დასავლის“ ჟურნალისტი და რედაქტორი თავისუფალია. მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემი სიმართლით გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მედგა გვერდით. და ეტყობა, ამ ყველაფერმა, ერთობლიობაში, დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.
მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით“, — თქვა დიტო ჩუბინიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას გათავისუფლების შემდეგ.
საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღეს, 29 ოქტომბერს შეცვალა სააპელაციო სასამართლომ.
საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა გაგრძელდება. ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს საბოტაჟში და ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს.
„ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც მიიღო ეს უკანონო ბრალდება. ეს ბრალდება უნდა გაუქმდეს. ყველა ჟურნალისტი არის დარტყმის ქვეშ“, — გვეუბნება დიტო ჩუბინიძის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
უფრო კონკრეტულად ბრალდების შესახებ: ჟურნალისტს ედავებიან საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის საბოტაჟს, სამშობლოს ღალატს.
ამონარიდები პროკურატურის განცხადებიდან: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე, სხვადასხვა მედიასაშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.
[…] ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსათვის გადაცემის გამოგონილი ამბის მიმართ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერ-მინისტრისადმი მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით”.
დიტო ჩუბინიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რა მოხდა 23 ოქტომბერს, როდესაც დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეუფარდეს და რა თქვა მან სასამართლოში, ვრცლად წაიკითხეთ აქ: ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს
როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეზე მტკიცებულებების სახით არა რაიმე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, არამედ ჟურნალისტის საჯარო გამოსვლები და მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუები ფიგურირებს.
ჩუბინიძის დაკავება შურისძიებად შეაფასა „ასავალ-დასავლის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ნადარეიშვილმა და ხელისუფლებას მოუწოდა, ისიც დააკავონ. ნადარეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტს საბოტაჟისა და ღალატის ბრალდება მხოლოდ იმის გამო წაუყენეს, რომ მან დავით გარეჯის სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით კითხვები დასვა და ინტერვიუ ჩაწერა პირთან [ლაზარე ჯორბენაძესთან], რომელმაც მთავრობა მიწების გასხვისებაში დაადანაშაულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიადიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
დიტო ჩუბინიძე - რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? - ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში
პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ ადამიანის დასჯას, ვინც მიიღო ეს უკანონო ბრალდება. ეს ბრალდება უნდა გაუქმდეს. ყველა ჟურნალისტი არის დარტყმის ქვეშ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…