პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას

საქართველოს პროკურატურა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს — პროკურატურა მას დავით-გარეჯის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას ედავება, რის გამოც მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
TV პირველი

კობახიძის შესახებ სტატიის გამოქვეყნების გამო დაკავებული ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება.

როგორც ის ამბობს, მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაცია არ შემდგარა, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ის იყო იმერეთში, თავის საცხოვრებელ ბინაში, როგორც მე ვიცი უკვე დაკავებულია. მე ის პირადად არ მინახავს, ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა, არც საგამოძიებო მასალას არ ვიცნობ, ბრალის შემადგენლობა სრულყოფილად არ ვიცი, შესაბამისად, ამაზე მეტის თქმა, არ შემიძლია, - განაცხადა ფილაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა მისი დაკავება ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ემსახურებოდეს, ადვოკატი პასუხობს:

მოდი, ნუ ავჩქარდებით, არ ვიცნობ მასალას და ამ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

უფლებადამცველი არ გამორიცხავს, რომ პროცესი დღესვე ჩაინიშნოს.

სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

20 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 15
  1. TV პირველიოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია გაზეთ "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი, დომენტი, იგივე დიტო ჩუბინიძე
  3. BM.GEოპოზიციურიდავით გარეჯზე დეზინფორმაციის გავრცელების და საბოტაჟისთვის „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დააკავეს
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის მუხლით დააკავეს
  5. ფორმულაოპოზიციურისაბოტაჟის ბრალდებით ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  6. ალიაოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  7. ბათუმელებიოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურიკობახიძეზე გავრცელებული ბრალდებების გამო საბოტაჟის მუხლით დააკავეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი
  9. POSTVსამთავრობოპროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, გაზეთ “ასავალ-დასავალის” წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა
  10. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული არცერთი ცრუ ბრალდება და დეზინფორმაციული იერიში უპასუხოდ არ დარჩება. ვინც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ცილისწამებითა და საბოტაჟით ცდილობს, ყველა დიტო ჩუბინიძის ბედს გაიზიარებს
  11. ალიაოპოზიციური“გაქვთ საკმარისი მტკიცებულებები?”– ქარტია პროკურატურას დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  12. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
  13. TV პირველიოპოზიციურიჩემი ძმის გაჩუმება სურთ... სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა - დიტო ჩუბინიძის და
  14. ალიაოპოზიციური“სააკაშვილს რეჟიმს არ უკადრია ის, რაც ამ ხელისუფლებამ იკადრა” – დიტო ჩუბინიძის და
  15. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„სამშობლოს ღალატისთვის“ დღეს პატრიოტები იდევნებიან - დიტო ჩუბინიძე „გაკვირვებულია“ წაყენებული ბრალდებით
  16. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურის პრაქტიკა ქმნის საშიშ პრეცედენტს - მედიის ადვოკატირების კოალიცია დიტო ჩუბინიძის დაკავებაზე
  17. ფორმულაოპოზიციური„37 წელშიც კი არ ყოფილა ასეთი რამ“ — ნიკოლოზ მჟავანაძე დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება
  18. იმედინიუსისამთავრობოგენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელს დიტო ჩუბინიძეს სამშობლოს ღალატის - საბოტაჟის მუხლით ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
  19. TV პირველიოპოზიციურიგამომძიებელი "პირველებს" უყვება, რა ამოიღეს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის ბინის ჩხრეკისას
  20. რუსთავი 2სამთავრობოდაკავება საბოტაჟის ბრალდებით - როგორ ცდილობდა დიტო ჩუბინიძე საზოგადოების აზრით მანიპულაციას დავით გარეჯისა და ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თემებით
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდაწაიკითხე

უახლესი ამბები