„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე" - დიტო ჩუბინიძის სირტყვა სასამართლოზე
სასამართლომ „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა — მას პროკურატურა დავით-გარეჯზე ცრუ ცნობების გავრცელებას, საბოტაჟსა და ღალატს ედავება. ჩუბინიძე ბრალს უარყოფს და თავს „ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეს“ უწოდებს.
„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე, სამშობლოსთვის არ მიღალატია და საბოტაჟი არ ჩამიდენია“, - ამის შესახებ „ასავალ-დასავლის“ რედაქტორმა დიტო ჩუბინიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ჟურნალისტი, რომელსაც პროკურატურა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება, ბრალდებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს.
ვარ რეჟიმის პოლიტიკური ტყვე, მე სამშობლოსთვის არ მიღალატია, არანაირი საბოტაჟი არ ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე.
არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, - თქვა სასამართლოში დიტო ჩუბინიძემ.
„ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საბოტაჟისა და ქვეყნის ღალატის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წარდგენილი ბრალდებით, დიტო ჩუბინიძეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ნეტგაზეთიივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს
- TV პირველი"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
- ალია“მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე” – დიტო ჩუბინიძედ პატიმრობა შეეფარდა
- ფორმულადიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა
- რადიო თავისუფლება„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
- რუსთავი 2უმძიმესი ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება - ქვეყნის ღალატსა და საბოტაჟში მხილებული დანაშაულს არ აღიარებს
ციტატები სტატიიდან
„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე, სამშობლოსთვის არ მიღალატია და საბოტაჟი არ ჩამიდენია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…