პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

საქართველოს პროკურატურასაქართველოს პარლამენტი

სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელსაც პროკურატურა საბოტაჟის მუხლით ედავება, 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ადვოკატ ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე ბრალდების სრულად გაუქმებას და საქმის შემდგენი პირების დასჯას მოითხოვს.

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
BM.GE

სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელსაც პროკურატურა სამშობლოს ღალატს, კერძოდ, საბოტაჟს ედავება, 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩუბინიძე სასამართლო პროცესებს თავისუფლებაზე მყოფი დაესწრება.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე წასვლას არ გეგმავდა და შედეგი საზოგადოების მხარდაჭერამ, საერთაშორისო ყურადღებამ და ადვოკატის პროფესიონალიზმმა მოიტანა.

ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ დაცვის მხარე უკანონო ბრალდების სრულად გაუქმებასა და მისი შემდგენი პირების დასჯას მოითხოვს.

მისი თქმით, აღნიშნული საქმე და ჟურნალისტის მიმართ „საბოტაჟის“ მუხლით ბრალის წაყენება საფრთხეს უქმნის ყველა მედიასაშუალებასა და ჟურნალისტს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს.

ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავეს.საგამოძიებო უწყების ცნობით, 2026 წლის თებერვლიდან დომენტი ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს. იგი გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

პროკურატურის განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დადგენა ხორციელდება მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, რაც შემდგომში საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას საჭიროებს. ამასთან, საზღვრის განსაზღვრისა და მოლაპარაკებების წარმოების ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიას აქვს მინიჭებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

11 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 8ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  2. ფორმულაოპოზიციურიასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
  3. ალიაოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდიტო ჩუბინიძე - რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? - ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში
  7. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბოტაჟში ბრალდებული „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  8. TV პირველიოპოზიციურიპატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს
  9. ალიაოპოზიციური“ღარიბაშვილმა სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია”– დიტო ჩუბინიძე
  10. TV პირველიოპოზიციურიეგონათ, თეთრ ცხენზე ამხედრებული ღარიბაშვილთან ერთად ვაპირებდი ხელისუფლებაში მოსვლას - დიტო ჩუბინიძე
  11. რუსთავი 2სამთავრობო"ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები