დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა და გათავისუფლდა. ჩუბინიძე, რომელსაც პროკურატურა საბოტაჟსა და დეზინფორმაციის გავრცელებას ედავებოდა, აცხადებს, რომ არანაირ საპროცესო გარიგებაზე არ წასულა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ.
მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით", - აღნიშნა დიტო ჩუბინიძემ „ნეტგაზეთთან“.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.
უწყებაში განმარტავდნენ, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს".
დიტო ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიადიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
დიტო ჩუბინიძე - რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? - ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში
საბოტაჟში ბრალდებული „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს
ციტატები სტატიიდან
„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ. მე ამათთან არანაირ გარიგებაზე და რაღაც საპროცესოზე არ წავიდოდი, ეს გამორიცხული იყო. ეს საქმე წავიდოდა სტრასბურგში და აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში და ბატონი ზაზას მაღალმა პროფესიონალიზმმა, მოიტანა ეს შედეგი. დიდი მადლობა თქვენც, ყველას ვინც, გვერდით მედექით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…