პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურა

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ „ასავალ-დასავლის“ რედაქტორ დიტო ჩუბინიძეს, რომელსაც პროკურატურა საბოტაჟსა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩუბინიძე ბრალს უარყოფს, დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა.

"ასავალ-დასავალის" რედაქტორს, დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
TV პირველი

„ასავალ-დასავლის“ რედაქტორი დიტო ჩუბინიძე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საბოტაჟისა და ქვეყნის ღალატის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.

ჩუბინიძე წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სასამართლო სხდომაზე მან საკუთარ თავს „ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე“ უწოდა და აღნიშნა, რომ არც მიმალვას აპირებს და არც მტკიცებულებების განადგურებას.

„სამშობლოსთვის არ მიღალატია, არც საბოტაჟი ჩამიდენია. თბილისთან ახლოს დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ გავანადგურებდი, რადგან ვერ გავანადგურებ იმ საოკუპაციო ჯარს, რომელიც შემოჭრილია საქართველოს ტერიტორიაზე.

არა ვარ მე საშიში ან დამმალავი კაცი. მე ამ სასამართლოდან გამოვალ გამართლებული და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე და ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის თავისუფალი საქმიანობის წინააღმდეგ“, - თქვა სასამართლოში დიტო ჩუბინიძემ.

სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

წარდგენილი ბრალდებით, დიტო ჩუბინიძეს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 5
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე ვარ — „ასავალ-დასავლის“ რედაქტორს პატიმრობა შეუფარდეს
  2. ალიაოპოზიციური“მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე” – დიტო ჩუბინიძედ პატიმრობა შეეფარდა
  3. ფორმულაოპოზიციურიდიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა, მისი თქმით ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვეა
  4. TV პირველიოპოზიციური„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე" - დიტო ჩუბინიძის სირტყვა სასამართლოზე
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„არა ვარ მე საშიში კაცი“ - დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა შეეფარდა
  6. რუსთავი 2სამთავრობოუმძიმესი ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე პატიმრობაში რჩება - ქვეყნის ღალატსა და საბოტაჟში მხილებული დანაშაულს არ აღიარებს
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გოჩა მირცხულავა: ლუსტრაცია შურისძიება არ არის. ეს არის საზოგადოების უფლება, იცოდეს სიმართლე იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც მის ზნეობრივ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორიენტირებს განსაზღვრავენწაიკითხე

უახლესი ამბები