ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს

საქართველოს პროკურატურა

სააპელაციო სასამართლომ 4000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, რომელსაც გარეჯის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავებიან. ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გარეჯის თემა სათავისოდ გამოიყენა.

პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობს
პატიმრობიდან გათავისუფლებული ჩუბინიძე გარეჯის თემასა და ღარიბაშვილზე საუბრობსTV პირველი

გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლებული დიტო ჩუბინიძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გარეჯის თემა "სათავისოდ გამოიყენა და თემა აწია".

როგორც ასავალ-დასავალის ჟურნალისტი "პირველებთან" ამბობს, მისი სხდომა სააპელაციო სასამართლოში მოულოდნელად იშე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

ჩუბინიძის მტკიცებით, დაკავების შემდეგ მას გამოძიებისთვის ჩვენება არ მიუცია.

რა ღარიბაშვილი -ღარიბაშვილი საერთოდ ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს ღარიბაშვილს" - ღარიბაშვილი არის პოლიტიკოსი, მან ზუსტად გამოიყენა ეს სიტუაცია სათავისოდ, მე კი არ ვლანძღავ და კი არ ვუპირისპირდები. ის პოლიტიკოსია და კარგად გათვალა ეს სიტუაცია და თავისი გადასახედიდან, თემის ასაწევად კარგად გამოიყენა მან ეს სიტუაცია და თემა აწია. ხოდა აქედან გამომდინარე მოხდა ის, რაც მოხდა. მე ამ მგლების გარემოცვაში დავრჩი პირისპირ. დაკავების შემდეგ აღარ გამოვუკითხივარ", - აცხადებს დიტო ჩუბინიძე.

სააპელაციო სასამართლომ ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

დაცვის მხარემ ჟურნალისტისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სწორედ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს". მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 2
  1. TV პირველიოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
  2. ფორმულაოპოზიციურიასავალ-დასავალის ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს
  3. ალიაოპოზიციურიდიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
  4. BM.GEოპოზიციურისამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდიტო ჩუბინიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა - ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე სააპელაციომ გირაოთი გაათავისუფლა
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდიტო ჩუბინიძე - რა ღარიბაშვილი?! ერთხელ მყავს თვალით ნანახი, ვინ იცნობს? - ღარიბაშვილი პოლიტიკოსია და სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია - მე დავრჩი პირისპირ ამ მგლების გარემოცვაში
  8. ნეტგაზეთიოპოზიციურისაბოტაჟში ბრალდებული „ასავალ-დასავლის“ რედაქტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სათავისოდ გამოიყენა და თემა აწია“
დიტო ჩუბინიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დიტო ჩუბინიძე - არც საპროცესო შეთანხმებაზე მომიწერია ხელი და არც არაფერზე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებული აქვს კობახიძეს და მის ბანდას - გირაოსაც არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით, ციხიდანაც და სასამართლოდანაც გამომაგდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები