ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. ჩხუბი მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის“ დეპუტატ ტარონ ჩახოიანსა და ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ ნარეკ კარაპეტიანს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა.

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენინტერპრესნიუსი

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, - ინფორმაციას გამოცემა „არმენპრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სომხეთის ეროვნული კრება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხს განიხილავდა, რა დროსაც დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

როგორც გამოცემა წერს, მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის“ წევრმა, ტარონ ჩახოიანმა სიტყვით გამოსვლისას „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, ნარეკ კარაპეტიანს მიმართა და განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს ჯერ კიდევ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნების წინ გაკეთებული კომენტარისთვის, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ცალკეული სამინისტროს შექმნას აპირებდნენ“.

ნარეკ კარაპეტიანი ჩახოიანის ტრიბუნას მიახლოვდა, რის შემდეგაც სომხეთის პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

მომხდარის შემდეგ სომხეთის ეროვნული კრების სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა
  3. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქალთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ცალკეული სამინისტროს შექმნას აპირებდნენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები