ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც, მედიის ცნობით, ვიცე-სპიკერმა ვაჰაგნ ალექსანიანმა სკამი ისროლა, ოპოზიციონერ დეპუტატ ანდრანიკ გევორქიანს კი ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა.

სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი

სომხეთის ეროვნულ კრებაში 29 ოქტომბერს მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური ძალის, „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შემდეგ მმართველი პარტიის ფრაქციამ დახურული სხდომა მოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება პარლამენტში სიტყვიერი კამათით დაიწყო, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს გამწვავდა. ვითარება ფიზიკურ ჩხუბში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ვაჰაგნ ალექსანიანმა, ოპოზიციონერების მიმართულებით სკამი ისროლა.

როგორც news.am წერს, დაპირისპირებისას ოპოზიციონერ დეპუტატ ანდრანიკ გევორქიანს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, რუბენ მხითარიანს კი ტანსაცმელი შემოეხა. პარლამენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც მივიდა.

გამოცემის ცნობითვე, დეპუტატების დაპირისპირება დერეფანში გაგრძელდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურისომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
  3. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები