სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა
სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
სომხეთის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ფიზიკური დაპირისპირება მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის ტარონ ჩახოიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
გამოსვლის დროს ჩახოიანმა მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენელი ნარეკ კარაპეტიანი და ბიძამისი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ოპოზიციიდან სომხეთის პრემიერობის კანდიდატი იყო.
კარაპეტიანი ადგილიდან წამოდგა და ტრიბუნასთან მივიდა, სადაც ჩახოიანი იდგა. ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც სხვა დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა შესვენება გამოაცხადა. დაპირისპირება პარლამენტის შენობის დერეფნებშიც გაგრძელდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…