ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ალბანეთის პარლამენტში სტუდენტური პროტესტების ფონზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა

ალბანეთის პარლამენტში მმართველ და ოპოზიციურ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის ხელმძღვანელობამ ტირანაში მიმდინარე სტუდენტური აქციების განხილვაზე უარი თქვა.

ალბანეთის პარლამენტში სტუდენტური პროტესტების ფონზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა
ალბანეთის პარლამენტში სტუდენტური პროტესტების ფონზე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდაიმედინიუსი

ალბანეთის პარლამენტში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა საპარლამენტო სხდომის ჩაშლა სცადეს, თუმცა პარლამენტმა ქვეყანაში დაძაბულობის ფონზე კანონპროექტებზე კენჭისყრა გააგრძელა, - იუწყება Euronews-ი.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის ხელმძღვანელობამ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების ათდღიანი საპროტესტო აქციების განხილვაზე უარი თქვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაბლოკეს და იმ სტუდენტების ფოტოები გამოფინეს, რომლებიც წინა საპროტესტო აქციების დროს პოლიციასთან შეტაკებებისას დაშავდნენ. შექმნილი ქაოსის მიუხედავად, პარლამენტმა კანონპროექტებზე კენჭისყრა განაგრძო.

თითქმის ორი კვირაა, ტირანის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის არაერთი შეტაკება მოხდა. მომიტინგეები სამართალდამცველებს ქვებს, მაშხალებს, ფეიერვერკებს ესვრიან. პოლიცია მათ წინააღმდეგ ხელკეტებს, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ალბანეთში, მეათე დღეა, ანტისამთავრობო აქციები მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები