სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატმა ედგარ ღაზარიანმა პარლამენტის სპიკერი გააკრიტიკა და პრემიების გაცემა გააპროტესტა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რუბენ რუბინიანის მხრიდან მიკროფონის გამორთვა და ფრაქციების წევრებს შორის ჩხუბი მოჰყვა.

სომხეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა - მიზეზი "ძლიერი სომხეთის" დეპუტატის, გამოსვლა გახდა.
ედგარ ღაზარიანმა პარლამენტის სპიკერის მიმართ პრეტენზიები წამოაყენა, გააკრიტიკა სომხეთის ეკლესიასთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისია და დეპუტატებისთვის პრემიების გაცემა გააპროტესტა.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა მას მიკროფონი ორჯერ გამოურთო, რასაც ფრაქციების წევრებს შორის ჩხუბი მოჰყვა. ვითარების განსამუხტად, დარბაზში სახელმწიფო დაცვის სამსახური შევიდა, სხდომაზე კი შესვენება გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…