სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
სომხეთის პარლამენტში აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხის განხილვა დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სომხეთის ეროვნულ კრებაში დაპირისპირება აუდიტის პალატის წევრის არჩევის საკითხის განხილვას მოხდა.
სომხური მედიის ცნობით, პარლამენტში დაძაბულობა გამწვავდა ფრაქცია "სამოქალაქო კონტრაქტის" წევრის, ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს.
ჩახოიანმა ფრაქცია "ძლიერი სომხეთის" ხელმძღვანელ ნარეკ კარაპეტიანს შეახსენა, რომ მის ბიძაშვილს ჯერ არ მოუხდია ბოდიში საპარლამენტო არჩევნებამდე გაკეთებული განცხადებისთვის, სადაც ნათქვამი იყო, რომ თუ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ქალთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ცალკე სამინისტროს შექმნას აპირებდნენ.
ნარეკ კარაპეტიანმა საუბარი თავისი ადგილიდან დაიწყო და შემდეგ ტრიბუნას მიუახლოვდა, რამაც ჩხუბი გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, ინციდენტის გამო ეროვნულ ასამბლეაში შესვენება გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…