ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ბრალის აღიარების შემდეგ ისინი ციხეს ნოემბერში დატოვებენ, ხოლო პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე შეთანხმებაზე უარს აცხადებენ.

2025 წლის 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ოთხ მსჯავრდადებულს დღეს 28 ოქტომბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე. მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ.
ბრალის აღიარების საფუძვლით სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მსჯავრდებულებთან მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.
მან ოთხივე მათგანი დამნაშავედ ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.
„ვაცნობიერებ სამართლებრივ შედეგებს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოს სხომაზე.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვით პატიმრობა მიესაჯათ, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
სასჯელის ათვლა იწყება მათი დაკავები დღიდან, შესაბამისად მსჯავრდებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ. ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს ციხეს.
13 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ 4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე ოთხ მსჯავრდადებულ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებოდათ. მოსამართლე თეა ლეონიძემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები და იმ პატიმრების საქმეები, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ, ცალკე გამოყო.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.
მურთაზ ზოდელავა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი გენერალური პროკურორი;
ლაშა ბერიძე კი თადარიგის პოლკოვნიკია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე.
ვინ არ აპირებს საპროცესოს შეთანხმების მოთხოვნას
4 ოქტომბრის "მშვიდობიანი დამხობის" საქმეზე დაკავებული სხვა პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე არ აპირებენ პროკურატურას საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართონ.
საოპერო მომღერალი, რომელიც, სხვებთან ერთად, უკვე ერთი წელია საპატიმროშია, ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას არ ითხოვს და გისოსებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს.
მას არასდროს უარუყვია, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი იყო.
საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთ ლიდერთან, პაატა მანჯგალაძესთან და “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერთან, ირაკლი ნადირაძესთან.
ბოლოს გამოქვეყნებულ წერილში პაატა მანჯგალაძე წერს, რომ “სამშობლოს სიყვარულს ვერ მოინანიებს”.
“რეჟიმთან საპროცესო შეთანხმებას და შეწყალების თხოვნას არც კი განვიხილავ”, - ასეთია ირაკლი ნადირაძის პოზიცია.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე მსჯავრდადებული არიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში - 225-ე მუხლის პირველი ნაწილით; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა ან ბლოკირებაში, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; და ასევე, ბრალდებებს შორის არის “მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ” - 317-ე მუხლი. მისჯილი აქვთ 7-7 წელი.
პაატა მანჯგალაძე მსჯავრდადებულია სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. მანჯგალაძის ორგანიზატორობას საორგანიზაციო ჯგუფი უარყოფდა. მისჯილი აქვს 7 წელი.
ლაშა ბერიძე მსჯავრდადებულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებისთვის ან ბლოკირებისთვის - ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი. ასევე, სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 7 წელი.
ირაკლი ჩხვირკია მსჯავრდადებულია სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობისთვის, ჯგუფურად - 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მისჯილი აქვს 5 წელი.
გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.
ვის აქვს მიმართული საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით
23 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმარტა მსჯავდადებულმა ნანა სანდერმა.
"ვაღიარებ ბრალს. ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, - განაცხადა მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა სასამართლო სხდომაზე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის მზადაა პროკურატურაც. თუმცა პროკურორის განმარტებით, პირობების შესათანხმებლად შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო.
პირობების შეთანხმების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.
რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდადებულებს
აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. დღევანდელ სხდომას სააპელაციო სასამართლოში ისიც ესწრებოდა.
აბო ნავერიანს 5 წელი მიესაჯა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობისთვის.
ამავე მუხლით დამნაშავედ ცნეს ანტონ უპერი და მასაც 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის ძებნაში იმყოფება.
მარიამ მეყანწიშვილს კი 5000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს, მას ყველაზე მსუბუქი მუხლით ედავებოდნენ - ბრალად ედებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება.
„4 ოქტომბრის აქციის“ საქმე სააპელაციოში
4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის აქციის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს. საპროცესო გაუფორმეს მსჯავრდადებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს. ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სასჯელის მოხდას პირობითი მსჯავრის ქვეშ გააგრძელებს.
საპროცესო გაუფორმეს ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. მათ ციხე 8 ოქტომბერს დატოვეს.
19 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ზურაბ ჭავჭანიძე - "ბათუმელი მედროშე".
.პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 20-ზე მეტი დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს.
ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
გასული წლის 4 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიამურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…