5 მსჯავრდებულიდან სამმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მოგვმართა, მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ იმაზე ნაკლები რეალური სასჯელი განესაზღვრებათ, ვიდრე მისჯილი აქვთ - 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი როინ ხინთიბაძე
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას სააპელაციო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. პროკურორ როინ ხინთიბაძის განცხადებით, კიდევ სამმა მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და სასჯელის შემცირებას ითხოვს.
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებს მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს, ასევე გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დღეს დაამტკიცა. სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა და მოინანია.
საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულები რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად. დაკავებულები ციხეს ნოემბრის დასაწყისში ეტაპობრივად დატოვებენ.
კონსტანტინე კოკაიას ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ დანაშაულის აღიარება საპროცესო შეთანხმების გაფორმების პროცესში გაჟღერდება, ხოლო შეთანხმების დასამტკიცებლად აუცილებელია ბრალდებულმა დანაშაული აღიაროს და მტკიცებულებები უდავოდ ცნოს.
"აღიარებას, ბუნებრივია, ადგილი ჰქონდა. აღნიშნული გაჟღერდება, მათ შორის, შემდგომ სასამართლო პროცესზე, როცა მოხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შემდგომ უკვე სასამართლოს მხრიდან დამტკიცება. ზოგადად საპროცესო შეთანხმება ფორმდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და მტკიცებულებებს ხდის უდავოდ“, - აცხადებს კონსტანტინე კოკაიას ადვოკატი გიორგი ჩხეიძე.
პროკურორ როინ ხინთიბაძის განცხადებით, ხუთი მსჯავრდებულიდან სამმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით უკვე მიმართა პროკურატურას და დანაშაულის აღიარების მზადყოფნა გამოთქვა. მისივე თქმით, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეთანხმების შემთხვევაში მსჯავრდებულებს თავდაპირველად შეფარდებულზე ნაკლები რეალური სასჯელი განესაზღვრებათ.
"5 მსჯავრდებულიდან 3-მა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით, მათ მიუთითეს, რომ აღიარებდნენ ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. მიმდინარეობს მოლაპარაკება და მათ გაუფორმდებათ საპროცესო შეთანხმება, რა თქმა უნდა, იმაზე ნაკლები რეალური სასჯელით, ვიდრე მისჯილი აქვთ.
რაც შეეხება დანარჩენ მსჯავრდებულებს, მათგან ერთი არის ძებნილი და რა თქმა უნდა, ძებნილ პირთან ვერ მოხერხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ხოლო 1 პირს, რომელიც დღევანდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, მის ადვოკატთან გვქონდა კომუნიკაცია, ზეპირსიტყვიერად თანხმობას აცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა სანამ წერილობით არ მოგვმართავს, შეუძლებელია ამ ყველაფერზე მსჯელობა. თუმცა, ვინც მოგვმართავს განცხადებით, აუცილებლად ვიმსჯელებთ და ყველა პირს, რა თქმა უნდა, გარკვეულ საპროცესო შეთანხმებას გავუფორმებთ", - აცხადებს პროკურორი როინ ხინთიბაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიამურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ისინი საპატიმროს ნოემბერში დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…