4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ორგანიზატორების საქმეზე მურთაზ ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიასთან საპროცესო გარიგება დაამტკიცა — ბრალის აღიარების სანაცვლოდ ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ.

4 მსჯავრდებული 4 ოქტომბრის საქმეებიდან, კონკრეტულად კი ე.წ. „ორგანიზატორების საქმიდან“, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ.
სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე მზია ლომთათიძემ საპროცესო გარიგება დღეს, 28 ოქტომბერს დაამტკიცა.
ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ საპროცესო გარიგების პირობები უკვე პრაქტიკულად შეთანხმებული იყო მსჯავრდებულებსა და პროკურატურას შორის. 13 ოქტომბერს მათი საქმე გამოიყო საქმიდან, სადაც დანარჩენი ფიგურანტები დარჩნენ, ვინც ამ დრომდე საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებს — პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი შაიშმელაშვილი. ირაკლი შაიშმელაშვილი მიმალვაშია და ძებნილის სტატუსი აქვს.
საპროცესო გარიგების თანახმად, მსჯავრდებულები ცნობილ იქნენ დამნაშავედ და განაჩენი განისაზღვრა, როგორც 1 წელი და 1 თვე რეალური, ანუ საპატიმრო სასჯელი და დამატებით 2 წელი — პირობითი მსჯავრი.
საპროცესო გარიგების დადების საფუძველი ბრალის აღიარებაა.
მსჯავრდებულებს სასჯელი ეთვლებათ დაკავების დღიდან:
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე — 2025 წლის 5 ოქტომბერი;
ირაკლი ჩხვირკია — 9 ოქტომბერი;
გური ჟვანია — 17 ოქტომბერი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
9 სტატიამურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…