"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ. კახა კალაძის განცხადებით, მსჯავრდებულები დანაშაულის სიმძიმეს ხვდებიან, ხოლო ხელისუფლება მათ მიმართ ჰუმანურობას იჩენს.
4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდებათ. პროცესი სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. ნოემბერში ციხეს დატოვებენ ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიაც. ამ საქმეზე ზოდელავას და ბერიძეს 7- 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი 5-5 წლით. საპროცესო შეთანხმების ზუსტი დეტალები პროცესზე გახდება ცნობილი.
"ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები ხვდებიან თავიანთი დანაშაულის სიმძიმეს და შესაბამისად, ხელისუფლებაც მათ მიმართ ჰუმანურია. კახა კალაძის თქმით, მმართველი გუნდის პოლიტიკის ნაწილი სწორედ ჰუმანურობაა.
"ეს კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს და როგორც გითხარით, ხელისუფლებაც არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი - ჰუმანურობა.
თქვენ ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია გაჩაღებული და პირდაპირი მესიჯი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუცია. თქვენ გსმენიათ რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი ელჩი გამოსულიყოს, ან ვთქვათ ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, პირდაპირ თვითონ ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ.
შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც აჟღერებდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად და ღირსეულად", - აცხადებს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიამურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…