ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია საპროცესო გარიგების შედეგად ციხეს დატოვებენ. ბერიძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, დაკავებულს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდებაალია

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას მომავალ კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება.

პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ციხეს დატოვებს ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიაც.

ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი – 5-5 წლით.

საპროცესო შეთანხმების პირობაა ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი – პირობითი.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულის, ლაშა ბერიძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაკავებულს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება და მსგავსი მოთხოვნა არც ყოფილა:

ბუნებრივია ყველა სამართლებრივი პირობა არსებობს იმისთვის, რომ სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილოს. როგორც იცით, პირობები საპროცესო შეთანხმების შემდეგია: 1 წლითა და 1 თვით განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა ლაშა ბერიძეს, საიდანაც აღნიშნული ვადა თითქმის გასულია. 1 კვირაში ლაშა ბერიძე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. ასევე მას განესაზღვრება პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით.

მე ვფიქრობ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით ბერიძის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება იყო სწორი სამართლებრივი ნაბიჯი ამ მოცემულობაში. 7 წლის თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მას მისჯილი. გარდა ამისა, ბუნებრივია, წინასწარ არავინ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. მე ვიცი, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სწორად და სამართლებრივად, მაგრამ მიიღებს თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენ სწორად მიგვაჩნია, ბუნებრივია, ეს არავინ არ იცის წინასწარ.

ლაშა ბერიძის მხრიდან არ ყოფილა არანაირი სახის ჩვენების მიცემა არავის წინააღმდეგ, არც მოთხოვნა არ ყოფილა და ბუნებრივია, არც ჩვენება არ აქვს მიცემული არავის წინააღმდეგ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიმურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
  2. რუსთავი 2სამთავრობო"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
  3. ფორმულაოპოზიციური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  4. ნეტგაზეთიოპოზიციური4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  6. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  7. TV პირველიოპოზიციურისაპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  9. იმედინიუსისამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც საპროცესო შეთანხმება მოითხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები