ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს - ანა წითლიძე

საქართველოს პროკურატურანაციონალური მოძრაობა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ მხარი დაუჭირა ამ ნაბიჯს და განაცხადა, რომ ბრძოლისთვის ადამიანები გარეთ უფრო სჭირდებათ, ვიდრე ციხეში.

ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს - ანა წითლიძე
ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს - ანა წითლიძერუსთავი 2

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. მისი თქმით, ვისაც საპროცესო შეთანხმების გამოყენება უნდა ყველამ უნდა გამოიყენოს.

"ნებისმიერის გადასაწყვეტია რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს არის ტაქტიკა, რომელიც უნდა გამოიყენონ აუცილებლად და ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს. იმიტომ, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად ეს ადამიანები იქნებიან გარეთ და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ვიდრე ციხეში. 4 ოქტომბრის დღე იყო წინააღმდეგობის და ერთიანობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მსჯვარდებულები არიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე და მათ 7-7 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნებისმიერის გადასაწყვეტია რას იზამს და რა შესაძლებლობას გამოიყენებს. ეს არის ტაქტიკა, რომელიც უნდა გამოიყენონ აუცილებლად და ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს. იმიტომ, რომ საპროცესო შეთანხმების შედეგად ეს ადამიანები იქნებიან გარეთ და ჩვენ ამ ბრძოლაში გარეთ უფრო გვჭირდება ადამიანები, ვიდრე ციხეში. 4 ოქტომბრის დღე იყო წინააღმდეგობის და ერთიანობის დღე. ეს ადამიანები არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები“
ანა წითლიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.