ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას მოსამართლე მზია ლომთათიძემ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა — ისინი ციხეს ნოემბერში დატოვებენ.

საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს
საპროცესო გარიგება დამტკიცდა - ცნობილია, როდის და რა პირობით დატოვებენ ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხესTV პირველი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას მხარებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ გააფორმა.

ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი - 5-5 წლით.

საპროცესო შეთანხმების პირობა ასეთია: ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი - პირობითი.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე ციხეს 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკიას 6 ნოემბერს გაათავისუფლებენ.

გური ჟვანია კი პენიტენციურ დაწესებულებას16 ნოემბერს დააკავებენ.

რას ედავებოდა გამოძიება დაკავებულებს?

მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გური ჟვანია ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაშია მსჯავრდადებული - 225-ე მუხლის მეორე ნაწილი. მისჯილი აქვს 5 წელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

9 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიმურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
  2. რუსთავი 2სამთავრობო"კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულის სიმძიმეს, ხელისუფლება არის ჰუმანური და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს" - კახა კალაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებზე
  3. ალიაოპოზიციურიმურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება
  4. ფორმულაოპოზიციური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  5. ნეტგაზეთიოპოზიციური4 ოქტომბრის მსჯავრდებულები, ზოდელავა, ბერიძე, ჩხვირკია და ჟვანია ციხეს ნოემბერში დატოვებენ
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალური4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  7. რუსთავი 2სამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
  8. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
  9. იმედინიუსისამთავრობო4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ისინი საპატიმროს 5 ნოემბერს დატოვებენ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზოდელავა აპირებს, ციხის დატოვების შემდეგ ისაუბროს მოტივზე, რის გამოც საპროცესო შეთანხმება მოითხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები