მარიამ მეყანწიშვილი
აქტივისტი
პერსონის ქრონიკა
მარიამ მეყანწიშვილი მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
2 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
აქტივისტმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულმა აქტივისტმა ირაკლი ჩხვირკიამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა. პროკურატურა მას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს. ზოდელავამ განაცხადა, რომ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს, ხოლო პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობენ.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ნანა სანდერი საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს
2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებული ნანა სანდერი, სააპელაციო სასამართლოში ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს.
ზოდელავას და ბერიძის გარდა, 4 ოქტომბრის აქციის კიდევ ორ მონაწილეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ბრალის აღიარების შემდეგ ისინი ციხეს ნოემბერში დატოვებენ, ხოლო პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე შეთანხმებაზე უარს აცხადებენ.
"4 ოქტომბერის საქმეზე" მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა საპროცესო შეთანმებისთვის პროკურატურას მიმართა
4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმა ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმებისთვის პროკურატურას მიმართა. მისი ადვოკატის, გოგა ბოგვერაძის განცხადებით, პირობების შეთანხმების შემთხვევაში სანდერი საპატიმროს ნოემბრის დასაწყისში დატოვებს.
მარიამ მეყანწიშვილი ზოდელავას და ბერიძის შეთანხმებაზე: თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?!
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნამ და დანაშაულის აღიარებამ ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება გამოიწვია, რასაც აქტივისტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
სასამართლომ 2 000 ლარის გადახდა დააკისრა გიორგი ჭიაბერაშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის ენისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეებზე რამდენიმე პირი დააჯარიმა. მათ შორის, 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა გიორგი ჭიაბერაშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე დაჯარიმდნენ თეიმურაზ მამალაძე, გიორგი სტურუა და თეიმურაზ გელაძე.
„გამოიყენეთ უფრო მკაცრი სასჯელი“ - პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილისთვის მსჯავრის დამძიმებას მოითხოვს
პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში მარიამ მეყანწიშვილისთვის მსჯავრის დამძიმებას და უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენებას ითხოვს, მიიჩნევს რა, რომ არსებული მსუბუქი სასჯელი დანაშაულის სიმძიმეს არ შეესაბამება. თავად მსჯავრდებული და მისი ადვოკატები ბრალს უარყოფენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდების მხარე აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდების მხარე აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს. პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მიიჩნია, რომ ქმედების პროპორციული სასჯელი არ იყო განსაზღვრული.