ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში სომეხ კოლეგას შეხვდა, სადაც მხარეებმა ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგი და რეგიონული გეოპარკების სისტემის შექმნის ინიციატივა განიხილეს.

დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდაიმედინიუსი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევები აქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივაზე, რომლის განხორციელებაზეც საქართველო გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შესაბამის პარტნიორებთან ერთად მუშაობს. ასევე აღინიშნა 2025 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის გარემოსდაცვითი მონიტორინგის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ხრამი-დებედასტრანს სასაზღვრო მდინარის აუზს ეხება.

მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ მემორანდუმის ეფექტიან განხორციელებას და გააძლიერონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მონიტორინგისადა ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  2. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები