დავით სონღულაშვილი: ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილის განცხადებით, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს და ქვეყანა სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ბევრად ადრე შეძლებს.

ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სომხეთში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაეროს ბიო მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის კონფერენციას დაესწრება.
მისი თქმით, საქართველო შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ბევრად ადრე შეძლებს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით. აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ტყის მართვის გეგმის და ტყის აღდგენის მიზნით იყო მიღებული. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ განხორციელებული რეფორმები არის საერთაშორისო სტანდარტების კუთხით მოწინავე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიადავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
დავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
დავით სონღულაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
დავით სონღულაშვილი – საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…