ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი IUCN-ის გენერალურ დირექტორ გრეთელ აგილარს შეხვდა და საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლებასა და დაცული ტერიტორიების განვითარებაზე თანამშრომლობის გაღრმავება განიხილა.

დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდა
დავით სონღულაშვილი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის გენერალურ დირექტორს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) გენერალურ დირექტორს, გრეთელ აგილარს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და IUCN-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს „წითელი ნუსხის“ განახლებასა და დაცული ტერიტორიების განვითარებას. საქართველო „წითელი ნუსხის“ განახლებაზე IUCN-ის კატეგორიებისა და კრიტერიუმების შესაბამისად მუშაობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო დაცული ტერიტორიების სისტემის გაფართოებასა და მართვის გაუმჯობესებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი გაორმაგდა და მილიონ ჰექტარს გადააჭარბა, რაც ქვეყნის ტერიტორიის 15%-ზე მეტია. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში შეიქმნა 12 ახალი დაცული ტერიტორია, რომელთა საერთო ფართობი 136 185 ჰექტარია. შედეგად, ქვეყნის დაცული ტერიტორიების რაოდენობა 112-მდე გაიზარდა.

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შედეგების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება. მზად ვართ, გავაგრძელოთ IUCN-თან თანამშრომლობა როგორც „წითელი ნუსხის“ განახლების, ისე დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილმა CBD COP17-ის მინისტერიალზე საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების გაფართოება, არამედ მათი ეფექტიანი მართვა და ბიომრავალფეროვნების დაცვის შედეგების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარება. მზად ვართ, გავაგრძელოთ IUCN-თან თანამშრომლობა როგორც „წითელი ნუსხის“ განახლების, ისე დაცული ტერიტორიების განვითარების საკითხებზე“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი CITES-ის გენერალურ მდივანს ივონ იგუეროს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები