პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ინსულტი მეგონა — ვაკეში მოკლული 80 წლამდე კაცის სიძის კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლამდე ვახტანგ ჩიქოვანი მოკლეს — გარდაცვლილის სიძე დავით შელია აცხადებს, რომ მას თავიდან ინსულტი ეგონა, თუმცა მოკლულს სავარაუდოდ დანა დაარტყეს.

ინსულტი მეგონა — ვაკეში მოკლული 80 წლამდე კაცის სიძის კომენტარი
ნეტგაზეთი

ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიაში მოკლული კაცის სიძის კომენტარი ვრცელდება.

„ცუდად არისო, მეგონა თავიდანვე შეტევა. მე მეგონა, წამლებს, რაღაცებს რომ სვამდა… ინსულტია და რამე, რა ვიცი“, — ამბობს დავით შელია.

მოკლული კაცის სიძისთვის არაფრის მთქმელია დაკავებულის ვინაობაც. ის ამბობს, რომ გარდაცვლილი კაცი ავტორიტეტული ფიგურა იყო, ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა, კერძოდ სპირტის ბიზნესში იყო. მაგრამ დაანება თავი ყველაფერს და „პენსიაზე გავიდა“.

სიძის თქმითვე, მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი 80 წლამდე იყო და მას შესაძლოა, დანა დაარტყეს.

როგორც შსს ადასტურებს, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. შემთხვევა დღეს, 18 ნოემბრის საღამოს, ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა.

მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობას აგრძელებენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 15 წლამდე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები