პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვით „ფულს შესანიშნავად აკეთებს“

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის იარაღის სრულ ფასად მიყიდვით „ფულს შესანიშნავად აკეთებს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულით გადასცა.

ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვით „ფულს შესანიშნავად აკეთებს“
იმედინიუსი

ომს უკრაინაში აშშ-თვის შემოსავალი მოაქვს, რადგან ვაშინგტონი ევროპელებზე იარაღს ყიდის, რათა შემდგომში ის კევს გადაეცეს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღს სრულ ფასად ყიდის.

„ჩვენ შეღავათებს არ ვთავაზობთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფულს შესანიშნავად ვაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით გადასცა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯეი დი ვენსის განცხადებით, ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან დაპირისპირება დაუსრულებელ ომად იქცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები