ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში რამსარის კონვენციის გენერალურ მდივან მუსონდა მუმბას შეხვდა, სადაც კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება განიხილეს.

დავით სონღულაშვილი რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანს შეხვდა
დავით სონღულაშვილი რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის (რამსარის კონვენცია) გენერალურ მდივან მუსონდა მუმბას შეხვდა.

შეხვედრა ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა რამსარის კონვენციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასა და მართვას, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებს დაეთმო.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა და აღდგენა, მათი ეკოლოგიური მნიშვნელობის შენარჩუნება და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება. საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ რამსარის კონვენციასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო რეკომენდაციები კონკრეტულ ეროვნულ ღონისძიებებში ავსახოთ და ვუზრუნველვყოთ ჩვენი უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მხარეებმა იმსჯელეს ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, მონიტორინგისა და აღდგენის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში საერთაშორისო გამოცდილებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს შეხვდა
  5. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვა და აღდგენა, მათი ეკოლოგიური მნიშვნელობის შენარჩუნება და საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტიანი შესრულება. საქართველო აქტიურად მუშაობს, რომ რამსარის კონვენციასთან თანამშრომლობა და საერთაშორისო რეკომენდაციები კონკრეტულ ეროვნულ ღონისძიებებში ავსახოთ და ვუზრუნველვყოთ ჩვენი უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით სონღულაშვილი CITES-ის გენერალურ მდივანს ივონ იგუეროს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები