ტრამპი პუტინზე: ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე მას საკუთარი მეგობარი უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თავისი მეგობარი უწოდა.
აღნიშნული განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე, მოლაპარაკებების ოთახში შესვლისთანავე გააკეთა.
„ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“, - უთხრა ტრამპმა დელეგაციის ერთ-ერთ წევრს და თითი პუტინის მიმართულებით გაიშვირა.
ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპის ორმხრივ შეხვედრას მართავენ. მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…