ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში UNDP-ის რეგიონულ დირექტორ ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა. მათ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და რეგიონული გეოპარკების ინიციატივა განიხილეს.

დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს შეხვდა
დავით სონღულაშვილი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონულ დირექტორს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ივანა ჟივკოვიჩს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და UNDP-ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით მიმდინარე პროგრამები, ასევე რეგიონული გეოპარკების ინიციატივა განიხილეს.

„გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტების განხორციელებაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული გეოპარკების ინიციატივას, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობას ქმნის. მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა საერთო პრიორიტეტებზე და ხელი შევუწყოთ სასურველი მიზნების მიღწევას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით UNDP-ისა და კლიმატის მწვანე ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამაზე, რომელიც შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობის ჩართულობით ხორციელდება. პროგრამა 11 მდინარის აუზში მდებარე მაღალი რისკის 100 თემს მოიცავს და კლიმატური მდგრადობის გაძლიერებას, კატასტროფების რისკის მართვას, ადრეული გაფრთხილებისა და კლიმატური ინფორმაციის სისტემების განვითარებას ითვალისწინებს.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და ბიომრავალფეროვნების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლიანა გიორგაძე ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  3. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
  4. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი რამსარის კონვენციის გენერალურ მდივანს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გაეროს განვითარების პროგრამა, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტების განხორციელებაში, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. შეხვედრის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული გეოპარკების ინიციატივას, რომელიც საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობას ქმნის. მზად ვართ, პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა საერთო პრიორიტეტებზე და ხელი შევუწყოთ სასურველი მიზნების მიღწევას“
დავით სონღულაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით სონღულაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონულ დირექტორს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები