ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ერევანში სომეხ კოლეგას, ჰამბარძუმ მატევოსიანს შეხვდა. მხარეებმა ბიომრავალფეროვნების დაცვა, რეგიონული გეოპარკების შექმნა და ხრამი-დებედას ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზის მონიტორინგი განიხილეს.

დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდარუსთავი 2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ერევანში, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს.

„საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევები აქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივაზე, რომლის განხორციელებაზეც საქართველო გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შესაბამის პარტნიორებთან ერთად მუშაობს.

ასევე აღინიშნა 2025 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის გარემოსდაცვითი მონიტორინგის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ხრამი-დებედას ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზს ეხება. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ მემორანდუმის ეფექტიან განხორციელებას და გააძლიერონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მონიტორინგისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევები აქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით“
დავით სონღულაშვილმა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით სონღულაშვილმა CBD COP17-ის მინისტერიალზე საქართველოს ეროვნული განცხადება წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები