პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთად ერევანში გაეროს კონფერენციას დაესწრება. მისი განცხადებით, ტერიტორიების 30%-მდე გაზრდის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას საქართველო 2036 წელზე უფრო ადრე და სწრაფად შეძლებს.

დავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
POSTV

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ერევანში, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენცია სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საქართველოს ამ კუთხით მოწინავე პოზიციები აქვს. საერთაშორისო სტანდარტით მიღებული მაჩვენებელი მიზნად ისახავს 2036 წლისთვის ტერიტორიების 30%-მდე ზრდას, თუმცა ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას ჩვენ უფრო ადრე და სწრაფად შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების აღდგენისა და ტყისმართვის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები.

ჯამში, გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები საერთაშორისო სტანდარტების კუთხით გამორჩეული და მოწინავეა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 6
  1. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი: ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით საქართველოს განსაკუთრებულად მოწინავე პოზიციები აქვს
  2. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  3. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღულაშვილი, გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
  4. იმედინიუსისამთავრობოდავით სონღილაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი შედეგებით არის წარმოდგენილი
  5. რუსთავი 2სამთავრობოდავით სონღულაშვილი: საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
  6. პირველი არხისამთავრობოდავით სონღულაშვილი – საქართველო ბიომრავალფეროვნების სამიტზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული შედეგებით წარსდგა
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დავით სონღულაშვილი სომხეთის გარემოს დაცვის მინისტრს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები