ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში” – 50 000–ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი – ელიზბარაშვილი გაათავისუფლეს

ტელეიმედი

თამაზ ელიზბარაშვილს სასამართლომ საპროცესო შეთანხმებით 50 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით პირობითი სასჯელი დააკისრა, რის შემდეგაც ის დარბაზიდან გაათავისუფლეს; თავად ელიზბარაშვილის განცხადებით, იგი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს რესტორანში მომხდარი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაემუქრა.

“ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში” – 50 000–ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი – ელიზბარაშვილი გაათავისუფლეს
“ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში” – 50 000–ლარიანი ჯარიმა და პირობითი სასჯელი – ელიზბარაშვილი გაათავისუფლესალია

თამაზ ელიზბარაშვილმა, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ჟურნალისტებთან განაცხადა:

„მე დავემუქრე იმ შვიდ ახალგაზრდას, ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელს, რომელმაც რესტორანში, მეუღლესთან ერთად მარტომყოფს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. კერძოდ, ვუთხარი „მეუღლეს დავტოვებ და წავედიო“. მეუღლე დავტოვე და ჩავედი, მაგრამ იქ არ დამხვდნენ, შეეშინდათ ჩემი.

რაში მჭირდება იარაღი? იმხელა ძაღლებს ვათვინიერებ, ფსიქიკურად შეშლილ ძაღლებს და გიჟ ძაღლებს. დავდივარ ქალაქში მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად და კიდევ რომ არ განმეორებულიყო ანალოგიური, 15 წუთი „მაკაჩავა“ 7-მა კაცმა, ცოლთან ერთად და იქ თავს ვერ ვაცემინებდი, ვუთხარი „დავტოვებ ცოლს და ჩამოვალთქო“. როგორაა ახლა ცოლის წინ შვიდი მთვრალი კაცი რომ მცემს. გავედი, დავტოვე მეუღლე, ჩამოვედი და აღარ დამხვდნენ.

მე ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან პოლიციაში და საჩივარს ნუ დაწერენ „ელიზბარაშვილის დანახვის შეგვეშინდაო“

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების თანახმად, ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურორი თამაზ ელიზბარაშვილზე: ბრალდებულმა აღიარა, მოინანია ჩადენილი დანაშაულიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები