ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება - თამაზ ელიზბარაშვილი

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

თამაზ ელიზბარაშვილი პროკურატურასა და გამომძიებელს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვს. ის აღიარებს, რომ ტვ იმედის ჟურნალისტებს დაემუქრა, თუმცა ამბობს, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებები აქვს.

იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება - თამაზ ელიზბარაშვილი
იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება - თამაზ ელიზბარაშვილიტაბულა

თამაზ ელიზბარაშვილი საქმის გამომძიებელსა და პროკურორს მიმართავს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

ის აღიარებს, რომ დაემუქრა TV იმედის ჟურნალისტებს და ამბობს, რომ ეს ბრალდება სადავო არაა, თუმცა, მისი თქმით, "იმდენი დამსახურება აქვს ქვეყნისთვის", რომ უნდა გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

"ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო.

თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან ,"სხვაში" მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე…

დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან, დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი.

მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება. " - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თამაზ ელიზბარაშვილი 1-ელ სექტემბერს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 3 სექტემბერს პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობისა დაზიანების და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარუდგინა.

თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

"ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული" – პროკურატურა რესტორნის ვიდეოჩანაწერს აქვეყნებს [VIDEO]

1 სექტემბერს გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის მანქანა და საცხოვრებელი სახლი. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუქარისა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბატონო გამომძიებელო. ბატონო პროკურორო. თქვენ მედავებით სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, მუქარას. ჩემი 31 აგვისტოს ფეისბუქ ლაივი ვინც ნახა ეს ბრალდება სადავო არც არის. იმ ლაივში პირდაპირ დავემუქრე TV-იმედის იმ შვიდ თანამშრომელს, ვინც 30 აგვისტოს, რესტორან ,"სხვაში" მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე… დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან, დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი. მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება.“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მე ფიზიკურად შემეხნენ და შემდეგ ჩემს მეუღლეს მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ რადგან ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო ბოდიში არ მომიხადეს, სადაც დავიჭერდი, იქვე დავაყენებდი მუხლებზე… დიახ, საჯაროდ, ჩემი ფეისბუქ გვერდიდან, დავემუქრე TV-იმედის შვიდივე თანამშრომელს, რადგან მათ ხელი აიღეს ქართველი კაცის დაუწერელ კანონზე და მეუღლესთან მყოფს მომაყენეს, როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამის გამო მათ ბოდიში აქვთ ჩემთან მოსახდელი. მე არ დავიწყებ ჩემ თავზე საუბარს, ვინ ვარ და რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის. მხოლოდ ერთს გეტყვით, იმდენი დამსახურება მაინც მაქვს, რომ გამიფორმოთ საპროცესო შეთანხმება.“
თამაზ ელიზბარაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.